გერმანული მედია წერს, რომ ბაიერნის უკანახაზელის, კიმ მინ-ჯეს დამატებით ლივერპული, მილანი და არაბული კლუბები არიან დაინტერესებული, მისი შემცვლელი კი გუნდს აუცილებლად დასჭირდება.
ამ ეტაპზე Bild-მა ყველაზე მკაფიო კანდიდატის სტატუსი ჩელსის არც ისე ცნობილ მცველს, რენატო ვეიგას მიანიჭა, რომელიც ბოლო წლებში ძირითადად საიჯარო ხელშეკრულებებითა და ახალი სახლის განუწყვეტელი ძიებით გამოირჩეოდა.
როგორც ირკვევა, ბაიერნი პორტუგალიელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ დაახლოებით 35 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს და იმედოვნებს, რომ ჩელსისგან თანხმობას უპრობლემოდ მიიღებს.
21 წლის რენატო ვეიგამ გასული სეზონი ორ კლუბზე, ჩელსიზე და იუვენტუსზე გადაანაწილა, შიდა ჩემპიონატებში კი ჯამურად ფეხბურთელმა სულ 20 შეხვედრა ითამაშა.