ფლორიან პლეტენბერგი პლატფორმა X-ზე ვესთ ჰემის მოქმედი ტექნიკური დირექტორისა და გერმანელი ყოფილი ფეხბურთელის, ტიმ შტეიდტენის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ნიკ ვოლტემადეს ბაიერნში ტრანსფერს შეეხება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ვოლტემადე საბოლოოდ ბაიერნში მაინც გადავა, ამას ვგრძნობ. მას ასე ძალიან სურს კლუბის შეცვლა და შტუტგარტის დონის გუნდი ტრანსფერის ჩაშლას ვერაფრით ვერ შეძლებს."
"თავის მხრივ, ბაიერნიც დააკმაყოფილებს შტუტგარტის მოთხოვნებს, რადგან ფეხბურთელი გერმანიიდან მოდის და არა საზღვარგარეთიდან", - ამბობს შტეიდტენი.
ცნობისთვის, შტუტგარტი ნიკ ვოლტემადეს სანაცვლოდ 70-80 მილიონ ევროს ითხოვს, ბაიერნი კი ჯერჯერობით 50 მილიონს არ სცდება.