არაერთი გერმანული წყარო იტყობინება, რომ მიუნხენის ბაიერნმა შტუტგარტს ნიკ ვოლტემადეს თაობაზე წინადადებით მიმართა, თუმცა შტუტგარტმა უარი დააბრუნა.
როგორც ვკითხულობთ, ბაიერნმა გერმანელი ფეხბურთელისთვის 40 მილიონი ევრო გამოყო, რაც შტუტგარტმა არასაკმარისად ჩათვალა.
ისე ჩანს, რომ ბაიერნი სიჯიუტეს არ ეშვება და ზედმეტი თანხის დამატება არ სურს, არადა შტუტგარტი 70-80 მილიონ ევროს ითხოვს.