Football Today-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ჩავი სიმონსმა ლაიფციგს უკვე აცნობა, რომ ამ ზაფხულს გუნდიდან წასვლა სურს.
ახალგაზრდა ფეხბურთელით არაერთი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის მიუნხენის ბაიერნიც, რომელიც ჯერ კიდევ სამიზნე მოთამაშეების სიის შედგენის ეტაპზეა შეჩერებული.
ბაიერნში ჩავი სიმონსი ჯამალ მუსიალას შესაცვლელ ადეკვატურ კანდიდატად მიაჩნიათ, რადგან ნიდერლანდელს ანალოგიურ პოზიციაზე თამაშიც შეუძლია და ბუნდესლიგაში ყოფნის გამოცდილებაც გააჩნია.
22 წლის ფეხბურთელის ფასი დაახლოებით 70 მილიონი ევროა, მისი ასაკისა და მონაცემების გათვალისწინებით კი აღნიშნული ფასის გადახდა წარმოუდგენლად არ ჩანს.
შეგახსენებთ, რომ ბაიერნს ლაიფციგისგან სიმონსის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოთხოვილი აქვს და ახლა გულშემატკივრები კლუბისგან გადადგმულ ნაბიჯებს ელიან.