მეორე წინადადება გამზადდა - ბაიერნი ნიკ ვოლტემადეს არ ეშვება

მეორე წინადადება გამზადდა - ბაიერნი ნიკ ვოლტემადეს არ ეშვება

შტუტგარტმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკ ვოლტემადეს გუნდიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს თუ დაინტერესებული კლუბისგან ექსტრაორდინალურ წინადადებას მიიღებს.

კლუბმა ბაიერნისგან მიღებული 45 მილიონი სასაცილოდ ჩათვალა და წინადადება უარით გაისტუმრა, თუმცა ბავარიელები დანებებას არ აპირებენ და მეორე შეთავაზებაც უკვე გამზადებულია.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბაიერნი შტუტგარტს ამჯერად 65 მილიონ ევროს შესთავაზებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შტუტგარტისთვის სიტყვა "ექსტრაორდინალური" ამ თანხას ნიშნავდეს.

დიდი ალბათობით, ეს შეთავაზებაც დაიბლოკება და ბაიერნს მინიმუმ 80 მილიონ ევროდე ასვლა მოუწევს.


15-07-2025, 13:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2