ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიერნი მზადაა, რომ მადრიდის რეალს როდრიგო გოეშის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზოს.
როგორც იცით, ბრაზილიელ ვინგერს სამეფო კლუბის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს და თავის მხრივ, ამაში ხელის შეშლას არც რეალი აპირებს, თუმცა სამნიშნა რაოდენობის თანხის გადახდა აუცილებელი იქნება.
ბოლო დღეებში დიასი, როდრიგო, ტროსარი და სხვები ერთმანეთს ენაცვლებიან, თუმცა ბაიერნი წინადადებებს ჯერჯერობით თითქმის არც გზავნის.
მიუხედავად ამისა, ახლა, როგორც ჩანს, როდრიგოს ჯერი დადგა. ბოლო ინფორმაციით, კლუბი მასში 100 მილიონს გადაიხდის და ლეროი სანეს გუნდიდან წასვლას სწორედ ასე შეავსებს.