ნიკ ვოლტემადეს სპორტული აგენტი, დენი ბახმანი შტუტგარტზე ზეწოლას მაქსიმალურად ზრდის, რათა კლუბი ბაიერთან მოლაპარაკებებში ჩართოს.
"თუ ბუნდესლიგური სარეკორდო 55 მილიონი ევროც კი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შტუტგარტი ბაიერნთან სასაუბროდ მაგიდას მიუჯდეს, მაშინ საერთოდ გასაკვირია თუ რას გულისხმობენ ისინი ექსტრაორდინალურ წინადადებაში", - ამბობს ბახმანი.
შტუტგარტის პოზიციით, კლუბი ვოლტემადეს მხოლოდ განსაკუთრებული შეთავაზების შემთხვევაში გაყიდის, რაც იქნება თუ არა 60-მილიონიანი წინადადება, ამას რამდენიმე დღეში გავარკვევთ.
ერთი ისაა, რომ ვოლტემადეს მხოლოდ ბაიერნში თამაში სურს და ისე გამოდის, რომ შტუტგარტი ფეხბურთელს დარჩენას აძალებს, ეს კი კარგი არცერთი მხარისთვის არ უნდა იყოს.