მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა მედიასთან ლუის დიასის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 80 მილიონი ევროს მასში გადახდა არ ღირს.
"70 და 80 მილიონი ევრო ფეხბურთელში, რომელიც ახლა 28 წლის არის და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ 32 წლის იქნება? ბაიერნი დიასის ხელახალ გაყიდვასაც ვერ შეძლებს, რის გამოც მისი ტრანსფერი სარისკოა."
"გარდა ამისა, ის კოლუმბიელია და შორეულ ქვეყანაში ფრენები ხშირად მოუწევს, რაც კიდევ ერთ პრობლემად მიმაჩნია", - თქვა ჰამანმა.