CaughtOffside-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარკუს რაშფორდი ჯერ კიდევ ხაზზეა ბაიერნთან და მისი ტრანსფერი არ უნდა გამოირიცხოს.
ცხადია, ლუის დიასის პრიორიტეტულობა ბაიერნისთვის არ შეცვლილა, მაგრამ კლუბი თადარიგის დაჭერას ამჯობინებს და ალტერნატივებს აქედანვე ეძებს.
ზემოაღნიშნულ წყაროს უდასტურებენ, რომ რაშფორდისა და ბაიერნის საბოლოო კავშირი ჯერ კიდევ არაა უშანსოდ დარჩენილი, რადგან ინგლისელს მანჩესტერის დატოვება სურს, მომდევნო გაჩერებისთვის კი ბაიერნი ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.
წყაროს ინფორმაციით, ინგლისელები რაშფორდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მოითხოვენ.