დიასისთვის გამოყოფილ ფულს ვოლტემადე ეწირება - რა აცნობა ბაიერნმა ფეხბურთელს

დიასისთვის გამოყოფილ ფულს ვოლტემადე ეწირება - რა აცნობა ბაიერნმა ფეხბურთელს

Abendezeitung-ის ჟურნალისტი, მაქსიმილიან კოხი ამბობს, რომ მიუნხენის ბაიერნი შტუტგარტს ნიკ ვოლტემადეს თაობაზე მესამე წინადადებით აღარ მიმართავს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ბაიერნმა ვოლტემადეს აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობა და ისე გამოდის, რომ ფეხბურთელი ახალი სეზონისთვის მზადებას შტუტგარტთან ერთად დაიწყებს.

ჯერჯერობით მხოლოდ მოსაზრების დონეზე, თუმცა მაინც ფიქრობენ, რომ ვოლტემადეზე უარის თქმას ლუის დიასის სატრანსფერო ფასი განაპირობებს.

ბოლო ცნობებით, ბაიერნს კოლუმბიელში 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, არადა კლუბი 20-30 მილიონით ნაკლებს ვარაუდობდა.

ამდენად, გამოდის, რომ ვოლტემადეს პრიორიტეტობა ნელ-ნელა უკან იხევს და ბაიერნი სრული გეზით ლუის დიასის გაფორმებაზე გადაერთვება, რადგან კლუბის უპირველესი მიზანი ახლა სწორედ ესაა.


21-07-2025, 19:00
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2