ახლა მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ჯანლუიჯი დონარომას დანახვა არ სურთ, ვისთან შეჯახებაც ჯამალ მუსიალას 5-თვიან მძიმე ტრავმად დაუჯდა.
მიუხედავად ამისა, ბაიერნს მეკარის პოზიციაზე საფიქრალი ნამდვილად აქვს, რადგან მანუელ ნოიერი უახლოეს მომავალში კარიერას დაასრულებს, კლუბს კი მე-2 მეკარის პოზიციაზე სანდო კანდიდატურა არ ჰყავს.
სწორედ ამაზე საუბრობს დიტმარ ჰამანი, რომლის აზრითაც დონარუმა ბაიერნს ხანრგძლივ სიმშვიდეს მისცემდა:
"მეეჭვება, რომ იქითა სეზონში იონას ურბიგმა ნოიერის შეცვლა შეძლოს. დონარუმა მომდევნო სეზონში თავისუფალი აგენტი იქნება. ის მხოლოდ 26 წლისაა და 5 ან 6-წლიანი სიმშვიდის მოცემა შეუძლია", - თქვა ჰამანმა.
თავის მხრივ, იტალიელის მხრიდან პსჟ-ის დატოვებაზე საუბარი არ წყდება, რით სარგებლობასაც არაერთი კლუბი ეცდება.