ფრანკფურტის აინტრახტის სპორტული დირექტორი, მარკუს კროშე მიუნხენის ბაიერნს დაუკავშირეს.
მარკუს კროშე გახლავთ ადამიანი, რომელმაც სულ ახლახანს ლივერპულს უგო ეკიტიკე 95 მილიონ ევროდ მიჰყიდა, რაც აინტრახტისთვის მართლაც ძალიან დიდი ამბავია, თავად კროშე კი კომპლიმენტებს იმსახურებს.
გარდა ეკიტიკეს ტრანსფერისა, კროშემ აინტრახტს დიდი ფული რანდალ კოლო მუანის, ომარ მარმუშისა და კიდევ სხვების გაყიდვითაც აშოვნინა, ჯამში 363 მილიონი, რის გამოც ამ სპორტულ დირექტორზე უდიდესი კრედიტი მიდის.
სწორედ ამიტომ უწოდა ლოთარ მათეუსმა კროშეს სატრანსფერო მეფე, ბოლო დღეებში კი მარკუსის სახელს ბაიერნს საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ, სადაც მაქს ებერლისა და მისი შემოგარენის საქმე თავდაყირაა დაყენებული.