ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი, რომელიც საკმაოდ სანდო წყაროა, უკვე ირწმუნება (და არამარტო ის), რომ მიუნხენის ბაიერნსა და ლივერპულს შორის ლუის დიასის თაობაზე შეთანხმება შედგა.
წყაროს თქმით, გერმანელები ინგლისელებს საბოლოოდ დიასის ტრანსფერში 75 მილიონ ევროს გადაუხდიან და ლუისი ბაიერნთან ხელშეკრულებას 2029 წლამდე გააფორმებს.
ახლა მხოლოდ ტრანსფერის საბოლოო დეტალების სისრულეში მოყვანა რჩება, ამას კი მომდევნო კვირაში ჩანიშნული სამედიცინო შემოწმება მოჰყვება.