99%-ით გადაწყვეტილია, რომ ლუის დიასი მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი გახდება, რასაც უამრავი სანდო წყარო დღეს დილიდან ადასტურებს.
მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბი მხოლოდ დიასის ტრანსფერზე გაჩერდეს და შეტევაში სიღრმეების შევსებაზე უარი თქვას.
რამდენადაც კოლუმბიელი ვინგერის საქმე უკვე მოგვარებულია, ბაიერნს იმდენადვე შეუძლია ნიკ ვოლტემადეს ფლანგზე გააქტიურება. როგორც გახსოვთ, შტუტგარტი ექსტრაორდინალურ წინადადებას ელის, თუმცა ბაიერნს ფეხი გაზის პედლისთვის ჯერ ბოლომდე არ დაუდგამს.
ჰოდა, შეტევაზე გადასვლას ბაიერნისგან სწორედ ახლა ელიან. ეჭვი არაა, რომ ჯამალ მუსიალას ტრავმისა და ტომას მიულერის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ბაიერნს მხოლოდ დიასის დანამატი ვერ დაანაყრებს, თანაც იმის ფონზე, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია კინგსლი კომანის მომავალი.
ამდენად, თუ ლოგიკას გავყვებით, ბაიერნმა უახლოეს მომავალში ნიკ ვოლტემადეს თაობაზე საბოლოო და გრანდიოზული წინადადება უნდა მოამზადოს, მთავარი კი ისაა, რომ სიტყვა გრანდიოზული შტუტგარტისთვისაც ისევე ჟღერდეს, როგორადაც ბაიერნისთვის ჟღერს.