"ბაიერნში ჩემი მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა" - ლუის დიასის პირველი კომენტარი

"ბაიერნში ჩემი მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა" - ლუის დიასის პირველი კომენტარი

მიუნხენის ბაიერნმა ლივერპულიდან ლუის დიასი 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, ფეხბურთელმა კი ახალ კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლამდე გააფორმა.

მედიაში კოლუმბიელი გარემარბის პირველი კომენტარი ვრცელდება, რომლის მთავარი მიზანიც ბაიერნში ყველა შესაძლო ტიტულის მოგება იქნება:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბაიერნის ნაწილად ყოფნა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს - ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია."

"მსურს, რომ ჩემს ახალ გუნდს დავეხმარო ჩემი ფეხბურთით და ხასიათით, მთავარი მიზანი კი ყველა ტიტულის მოგება იქნება. ჩვენ საამისოდ ყოველდღიურად გუნდურად ვიმუშავებთ", - თქვა დიასმა.


30-07-2025, 12:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2