ბოლო კვირების განმავლობაში ჟოაუ პალინიას ყველაზე მეტად ლონდონის ტოტენჰემს უკავშირებენ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და შემადგენლობის გაღრმავებას ცდილობს.
თავის მხრივ, პალინიას ბუნდესლიგაში პირველი სეზონი არც ისე კარგი ჰქონდა, პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება კი ფეხბურთელს უკვე აქვს, რის გამოც მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის.
ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელები ბაიერნს პალინიას სანაცვლოდ 52 მილიონ ევროს გადაუხდიან, ანუ მილიონით მეტს, ვიდრე თავად ბაიერნმა გადაუხადა ფეხბურთელში ფულემს.
დღეების წინ, ჟოაუ ამბობდა, რომ მეორე სეზონი ბაიერნში გაცილებით კარგი იქნებოდა, თუმცა, არის შანსი, რომ ეს სიტყვები სიტყვებადვე დარჩეს.