უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ნიკ ვოლტემადეს მომავალი სეზონიდან ბაიერნში თამაში სურს და ამის შესახებ თავისი კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელმა უკვე აცნობა კიდეც.
მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით 23 წლის ფორვარდი კვლავ შტუტგარტთან ერთად ვარჯიშობს და იმის მოლოდინშია, რომ რომელიმე კლუბი მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.
ამასობაში შტუტგარტი და ბაიერნი იმ ორ ჯიუტ ბავშვს ჰგვანან, რომლებიც არაფერს არ თმობენ და თავის სათქმელსაც გაუგებრად ამბობენ. აი, რატომ:
1. ბაიერნს უთხრეს, რომ ვოლტემადეს წასაყვანად უფრო მეტის გადახდაა საჭირო. მიუხედავად ამისა, ბაიერნის ხელმძღვანელობა ახალი წინადადების მომზადებაზე არ მუშაობს, თუმცა ღრმად სწამს, რომ შტუტგარტი თავად წამოვა მოლაპარაკებებზე.
2. შტუტგარტი ერთი შეხედვით ვოლტემადეს გაყიდვაზე უარს ამბობს, არადა კლუბმა ბაიერნს საბოლოო დედლაინი სულ ახლახანს დაუსახელა, კერძოდ 15 აგვისტო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიერნს შანსები ჯერ კიდევ აქვს.
ჰოდა, ასე გრძელდება ეს საგა.. თუ ერთ დღეს აქედან წითელი შუქია ანთებული, მეორე დღეს იქედან მწვანეც გამოანათებს ხოლმე, თუმცა კლუბები ერთსა და იმავე აზრზე საერთო დროით ჯერჯერობით ისევ ვერ მიდიან..