რამდენიმე წყარო წერდა, რომ კიმ მინ-ჯე წასვლას საუდის არაბეთში აპირებდა, დაინტერესებული მხარე კი ალ-ნასრი იყო, თუმცა ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.
ამას თავად ფეხბურთელის აგენტი ადასტურებს, რომელმაც ახლახანს განცხადება გაავრცელა:
"ამ მომენტისთვის ალ-ნასრთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ და ყველაფერი ტყუილია, რასაც ჩემი კლიენტის შესახებ მედიაში წერენ."
"კიმს სურს, რომ ბაიერნში დარჩეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა თუ რაღაც ექსტრაორდინალური მოხდება", - ამბობს მინ-ჯეს აგენტი.