მედიაში ვრცელდება ჰარი კეინის კომენტარი, რომელმაც ბაიერნის ახალწვეული, ლუის დიასი და მისი დებიუტი დადებითად შეაფასა:
"დიასი ლიონთან შესანიშნავი იყო. მასთან ჯერ მხოლოდ რამდენჯერმე ვივარჯიშე, თუმცა ჩანს თუ როგორი მონდომებული და მშიერია. ის ბაიერნში ბედნიერია, რადგან მისი სახიდან ღიმილი არასდროს იშლება."
"ლიონთან ნახავდით თუ რამდენად პროდუქტიული იყო დიასი მეტოქის მესამედში. მოხარული ვარ, რომ ლუისი ჩვენთანა", - თქვა კეინმა.