"მესმის ვირცის, რომელმაც ბაიერნს ლივერპული არჩია" - ოლივერ კანი

"მესმის ვირცის, რომელმაც ბაიერნს ლივერპული არჩია" - ოლივერ კანი

მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, ოლივერ კანმა ბუნდესლიგის დაღმასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის ჩემპიონატი პრემიერ ლიგასა და ლა ლიგას მნიშვნელოვნად ჩამორჩება:

"ბოლო პერიოდში ექსპერტები სწორად აღნიშნავენ, რომ ინგლისი და ესპანეთი ძალიან გაიჭრნენ წინ, რასაც ბუნდესლიგამ ფეხი ვერ აუბა. ამიტომაც, კარგად მესმის ფლორიან ვირცის, რომელმაც პრემიერ ლიგაში წასვლა და ლივერპულში თამაში აირჩია."

"ბაიერნი ჩემი მშობლიური კლუბია, მაგრამ, ფაქტი, რომ კლუბმა ბოლო 13 შემთხვევიდან ბუნდესლიგა 12-ჯერ მოიგო, ამ ქვეყნის ჩემპიონატს კარგს არაფერს მოუტანს."

"არ შეიძლება, რომ უმაღლესი ლიგის კლუბს ჯამური ბიუჯეტი 40 მილიონი ევრო ჰქონდეს. გარდა ამისა, ისიც არ შეიძლება, რომ ბაიერნის 5 სათადარიგო ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ბუნდესლიგის ბოლოადგილოსნების ჯამურ ღირებულებას აღემატებოდეს", - თქვა კანმა.


3-08-2025, 23:34
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2