Kicker-თან ნიკ ვოლტემადესა და ბაიერნის შესახებ კომენტარი შტუტგარტის კიდევ ერთმა გერმანელმა ფორვარდმა, დენის უნდავმა გააკეთა.
მისი თქმით, გასაგებია, რომ ვოლტემადეს ბაიერნის ინტერესის შესახებ თავადაც აქვს სიმპათიები, თუმცა, უნდავისვე აზრით, ახლა მთავარი დამშვიდება და მედიისგან თავის არიდებაა:
"ბედნიერები ვართ, რომ ვოლტემადე ისევ ჩვენთანაა. მესმის, რომ ბაიერნის ინტერესზე ფიქრობს, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველაფერი არ წაიკითხოს, აქეთ-იქით ყურებას შეეშვას და ახლანდელი კლუბისთვის ყველაფერი გასცეს."
"მას რამდენჯერმე მივწერე იქამდე, სანამ შტუტგარტთან ერთად ვარჯიშს განვაახლებდით და ვუთხარი, რომ არ ეფიქრა იმაზე თუ რა დამოკიდებულება გაუჩნდებოდათ შტუტგარტის გულშემატკივრებს მის მიმართ", - ამბობს უნდავი.
აშკარაა, რომ ვოლტემადეს ბაიერნში წამოსვლა მთელი გულით სურს, მაგრამ შტუტგარტის გარემოცვა ფეხბურთელის ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებს.