ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, ხამეს როდრიგესი ლუის დიასის კლუბში ტრანსფერს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ დიასი ბაიერნს გამოადგება:
"ჩემი აზრით, ლუჩომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ბაიერნმა კი მისი სახით მშვენიერი ფეხბურთელი დაიმატა."
"ლუჩო ბაიერნს კარგად მოერგება. ეს დიდებული კლუბია, რომელსაც დიასი მომავალში დიდ დახმარებას გაუწევს", - თქვა როდრიგესმა.