ჯონათან ტა ბაიერნის ჟურნალთან საკუთარი თავის პერსონალური ზრდის შესახებ საუბრობს და ყოველივე ამას მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერს უკავშირებს:
"ვამბობდი, რომ ლევერკუზენის დატოვება და კომფორტის ზონიდან გამოსვლა მსურდა. ამ კლუბში 10 წელი გავატარე, რისი მიტოვებაც ჩემთვის ცხოვრებაში ახალი ნაბიჯის გადადგმას ნიშნავდა, რასაც უკეთეს ადამიანამდე და ფეხბურთელამდე მივყავდი."
"ლევერკუზენის მადლიერი ვარ, თუმცა დგება მომენტი, როდესაც შენს თავს თავადვე უნდა ჰკითხო: რა არის ახლა ისეთი, რაც უკეთესად მაქცევდა? სწორედ ამიტომ წამოვედი ბაიერნში, რაც ჩემთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლას ნიშნავდა", - თქვა ტამ.