კასიანო კიალა გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც ბაიერნის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელია და ის მხოლოდ 16 წლისაა.
როგორც გერმანულ მედიაში წერენ, ფეხბურთელი განსაკუთრებით ვენსან კომპანის მოსწონს, რომელიც კიალას პირველ გუნდში დაწინაურებას განიხილავს.
ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი პოზიციით მცველია, მაგრამ კიმიხივით შეუძლია უკანახაზის რამდენიმე პოზიციის გამაგრება.
კომპანის კიალა მსოფლიოს საკლუბოზეც ჰყავდა წაყვანილი, ლიონთან ამხანაგურში კი 45 წუთი მისცა სათამაშოდ. სავარაუდოდ, კიალას შანსი ხვალაც მიეცემა ტოტენჰემის წინააღმდეგ და მასზე დაკვირვება საინტერესო იქნება.