2025/2026 წლების ბუნდესლიგის დაწყებამდე 16 დღე რჩება, ბაიერნი კი პირველ ტურში ბოლო წლების ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს, ლაიფციგს ეთამაშება.
სხვათა შორის, უკვე დასახელდა ახალი სეზონის კოეფიციენტები და როგორც მოსალოდნელი იყო, ბაიერნი კვლავ უმთავრესი ფავორიტია.
ვენსან კომპანის გუნდს ჩემპიონობაზე 1.32 კოეფიციენტი აქვს, შემდეგ კი გუნდები შესაბამისი თანმიმდევრობით მოდიან:
2. ლევერკუზენი - 8.2
3. დორტმუნდი - 9.5
4. ლაიფციგი - 17
5. აინტრახტი - 50
როგორც ჩანს, ბუქმეიკერები ახალი სეზონის ბუნდესლიგისგან განსაკუთრებულ ახალს არაფერს ელიან..