გუშინ დაიწერა, რომ Emirates-მა და მიუნხენის ბაიერნმა პარტნიორული ხელშეკრულება 2031/2032 წლების სეზონამდე გააფორმეს.
დღეს კი Bild-მა გაარკვია თუ რამდენს იშოვის წლიურად გერმანული კლუბი არაბულ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებით.
როგორც გაირკვა, Emirates-ისგან ბაიერნი წლიურად 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 30 მილიონი ევროა.
სხვათა შორის, ისიც დაიწერა, რომ შესაძლოა 30 მილიონი ბაიერნმა ახლავე აიღოს, რათა კლუბს ტრანსფერებისთვის დამატებითი თანხა გაუჩნდეს.