"სწორედ ასე ხდება ჯანსაღ გუნდში" - სურს თუ არა დამატებით ტრანსფერები კომპანის

"სწორედ ასე ხდება ჯანსაღ გუნდში" - სურს თუ არა დამატებით ტრანსფერები კომპანის

გუშინ ბაიერნმა ტოტენჰემს ამხანაგური შეხვედრა 4:0 მოუგო, მატჩის შემდეგ კი ვენსან კომპანი ჟურნალისტებთან კითხვებზე საპასუხოდ გაჩერდა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბელგიელ მწვრთნელს დამატებითი ტრანსფერების მნიშვნელობაზე ჰკითხა, რაზეც კომპანის პასუხი ასეთი იყო:

"ჯანსაღ კლუბში ხალხი ყოველდღიურად საუბრობს და ჩვენთანაც სწორედ ასე ხდება. ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია და არა მხოლოდ შემადგენლობის შესახებ. ყველას აქვს სათავისო როლი, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არსებულმა ფეხბურთელებმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ."

"ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდში უამრავი ტალანტი გვყავს და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისინი ჯანმრთელად იყვნენ. ახლა დევისი, ჯამალი, იტო და პავლოვიჩი გვაკლია, მათი დაბრუნების შემდეგ კი წინ ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეგვეძლება", - თქვა კომპანიმ.

ამ კომენტარის გამო გულშემატკივრები კომპანის აკრიტიკებენ, რადგან მწვრთნელი ხელმძღვანელობას მეტ ტრანსფერს არ სთხოვს, საკუთარი კომენტარებით კი მკაფიო ხელჩასაჭიდს არაფერს ამბობს.


8-08-2025, 12:16
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2