გუშინდელი დღის შემდეგ კიმ მინ-ჯესა და დაიოტ უპამეკანოს სამომავლო კარიერის შესახებ საკმაოდ ბევრი გაირკვა.
მაგალითისთვის, ჟურნალისტებთან უპამეკანომ თავადვე თქვა, რომ ბაიერნის სპორტულ დირექციასთან მოლაპარაკებები ჯანსაღად მიმდინარეობს და დიდი შანსია, რომ ფეხბურთელი კვლავ ბაიერნში დარჩეს.
რაც შეეხება მინ-ჯეს, მასზე მაქს ებერლის ასეთი კომენტარი გავრცელდა:
"თუ ვინმე მოვა და გვეტყვის, რომ აქედან წასვლა სურს, მან გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღოს და ხელახლა დაფიქრდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოლაპარაკებებისთვის ღია ვართ და ვნახოთ თუ რას მოგვიტანს სატრანსფერო ფანჯარა."
რას ნიშნავს ეს? ალბათ, იმას, რომ კიმის მომავალი გარანტირებული არ არის და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ბაიერნი ფეხბურთელს უპრობლემოდ გაყიდის, უპამეკანო კი ხელშეკრულების განახლებას უახლოვდება და სავარაუდოდ, ფრანგი მცველი არსადაც არ წავა.