"არ გაანიავო შენი ტალანტი საუდიში" - ფანების კომენტარები კომანის ინსტაგრამზე

"არ გაანიავო შენი ტალანტი საუდიში" - ფანების კომენტარები კომანის ინსტაგრამზე

კინგსლი კომანის ალ ნასრისკენ აღებულმა გეზმა ზოგი დაანაღვლიანა, ზოგი კი გააბრაზა, რაც ფეხბურთელის ინსტაგრამ კომენტარებში ნათლად იკითხება:

"გთხოვ, ნუ გაანიავებ შენს ნიჭს და ტალანტს საუდის არაბეთზე, ჩვენთან დარჩი"

"ბაიერნში ისედაც მაღალი ხელფასი გაქვს, განა ამდენს ნიშნავს დამატებით რამდენიმე მილიონი?"

"ჯერ 30 წლისაც არ ხარ, რა სირცხვილია, რომ ამ სისულელეში შენც ჩაები"

"ყველა გზა რომამდე კი არა, საუდის არაბეთამდე მიდის", - უწერენ კომენტარებში კომანს.

შეგახსენებთ, რომ კომანმა ალ ნასრის 25-მილიონიანი წინადადება მიიღო და ღიაა ბაიერნის დატოვებასთან დაკავშირებით, კლუბს კი მისი შემცვლელი ყველაზე მეტად კრისტოფერ ნკუნკუში ესახება.


9-08-2025, 14:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2