კინგსლი კომანმა გადაწყვიტა, რომ 29 წლის ასაკში ევროპული ფეხბურთი დატოვოს და თამაში საუდის არაბეთის ლიგაში გააგრძელოს.
ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ ალ ნასრი მიუნხენის ბაიერნს მხოლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობს, არადა ბაიერნი კომანს 50 მილიონს აფასებს.
სავარაუდოდ, ბაიერნს ალ ნასრისთვის გადასახადის გაზრდა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან არაბების ძლიერი მხარე სწორედ მყარი ფინანსური მდგომარეობაა, რაც გერმანელებმაც კარგად იციან.