გარკვეული ხნის წინ, მედიაში დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ 2026/2027 წლების სეზონიდან კეინს კვლავ ტოტენჰემში თამაში შეეძლება და აი, რატომ:
Football Insider-ის კორესპონდენტი, პიტერ ორურკი ამტკიცებს, რომ ყველაფერი ჰარი კეინის ბაიერნთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან მომდინარეობს.
საქმე ისაა, რომ ყოველი ახალი სეზონის შემდეგ 32 წლის ინგლისელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა დაბლა იწევს, 2026/2027 წლებისთვის კი კეინი მხოლოდ 50 მილიონი ევრო ეღირება, რაც იანვრიდან უფრო აქტუალური თემა გახდება.
ორურკის თქმით, თუ ტოტენჰემი გადაწყვეტს, რომ სენსაციური ნაბიჯი გადადგას და კეინი ლიგაში დააბრუნოს, მათ მაღალი სატრანსფერო ღირებულება ხელს ვერ შეუშლის და პრობლემა მხოლოდ ჰარის ასაკი იქნება.
მედიაში იმასაც წერენ, რომ კეინს ჯერ კიდევ ჰყავს ტახტიდან ჩამოსაგდები ალან შირერი, რომელიც პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა ინგლისელ ფორვარდს მასზე გადასწრება დაბრუნების შემთხვევაში ნამდვილად შეეძლება.