გერმანულ მედიაში ვრცელდება კარიმ ადეიემის კომენტარი, რომელმაც ახსნა თუ რატომ ამჯობინა დორტმუნდში თამაში ბაიერნში ყოფნას:
"არ მჭირდება მოტყუება. ბავშვობაში ბაიერნისთვის ვთამაშობდი და არიენ რობენის დიდი გულშემატკივარი ვიყავი, თუმცა წლების მატებასთან ერთად გავიაზრე, რომ დორტმუნდი უფრო მომწონს."
"ეს არის კლუბი, რომელიც უფრო მწირი რესურსებით ცდილობს ტიტულების მოგებას. ამ კლუბის სტადიონი და გულშემატკივრები განსაკუთრებულია. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ბაიერნს დორტმუნდი ვამჯობინე", - თქვა ადეიემიმ.