Bild-ის ინფორმაციით, თურქულ გალათასარაის ბაიერნიდან საშა ბოეის უკან დაბრუნება სურს, მაგრამ ფრანგ მცველს სხვა გეგმები აქვს.
როგორც გამოცემა წერს, ბოეის ბაიერნში დარჩენა და საკუთარი თავის ბოლომდე გამოვლენა სურს, რათა სასტარტოში ადგილი მყარად მოიპოვოს.
ახალგაზრდა განაპირა მცველი ბაიერნში უკვე 2 სეზონია იმყოფება და ბუნდესლიგაში ჯერ მხოლოდ 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რაც, სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან დიდად კვლავ არ შეიცვლება.
Transfermarkt-ზე ბოეის ფასი 18 მილიონი ევროა.