ჟურნალისტი შტეფან კუმბერგერი ამბობს, რომ ბაიერნმა კიმ მინ-ჯეს მიმართ არსებული დამოკიდებულება გაამკაცრა და ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას ახლა მხარს უფრო აქტიურად უჭერს.
კორეელის შენარჩუნებაზე კლუბი არც იქამდე იკლავდა თავს, თუმცა ბაიერნის პოზიციას უწინ უფრო ნეიტრალური ერქვა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია.
ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელისთვის კიმს ზედმეტად დიდი ხელფასი აქვს, ძირითადში კი ჯონათან ტა და დაიოტ უპამეკანო ითამაშებენ.
ჰოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ კიმს კომანის გზაზე წასვლა შეუძლია, რადგან ალ ნასრმა ინტერესი აზიელი მცველის მიმართაც გამოიჩინა.