რაიან გრავენბერხის მამა საკუთარი შვილის ბაიერნიდან ლივერპულში ტრანსფერს იხსენებს და ამბობს, რომ ახალაგზრდა ფეხბურთელისთვის აღნიშნული სიახლე ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადასვლას უტოლდებოდა:
"ვფიქრობ, მასთან ერთად რომ არ ვყოფილიყავით, საბოლოოდ დეპრესიაში ჩავარდებოდა. მთელი ბაიერნული თავგადასავალი ისე არ მუშაობდა, როგორც თავად რაიანი ელოდა. ჩემი შვილი ძალიან ბევრს ვარჯიშობდა, თუმცა გასაბრწყინებლად შანსი საერთოდ არ მისცეს."
"იმ მომენტში ვერც კი ვიოცნებებდით, რომ რადარზე ლივერპული გამოჩნდებოდა და რაიანს არნე სლოტი გაწვრთნიდა. როდესაც განვლილ პერიოდს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადასვლას ჰგავდა", - ამბობს გრავენბერხის მამა.
მედიაში თავად გრავენბერხის კომენტარიც გავრცელდა, რომელმაც თქვა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ჭკუიდან შლიდა, ტიტულის მოგების პერიოდში კი თავს ჩემპიონად საერთოდ ვერ გრძნობდა.