როგორც უკვე იცით, მიუნხენის ბაიერნმა ახალი სეზონისთვის დაცვის ცენტრში ნდობა ჯონათან ტას და დაიოტ უპამეკანოს გამოუცხადა, კიმი კი წასვლას ძალიან მიუახლოვდა.
Telegraph-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ბაიერნს კორეელი მცველის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს აღება აქვს გამიზნული, რაც, ალბათ, იოლი არ უნდა იყოს.
შესაძლოა, კიმი ჯერ კიდევ 28 წლისაა და ნეაპოლური დიდებაც ყველას გვახსოვს, თუმცა მისი ბაიერნში ნაჩვენები სათამაშო ხარისხი აპლოდისმენტებს ნამდვილად არ იმსახურებს, რაც სატრანსფერო ღირებულებასთან პირდაპირ კავშირშია.
ბოლო ინფორმაციით, კიმ მინ-ჯეს წაყვანით ალ ნასრი იყო დაინტერესებული, რომელმაც სულ ახლახანს ბაიერნიდან კინგსლი კომანი შეიძინა.