17 წლის ლენარტ კარლი ბაიერნის პრესეზონზე შესანიშნავად გამოიყურება. ახალგაზრდა გარემარბს ვენსან კომპანიმ შანსი სამჯერ მისცა, რა დროშიც კარლმა 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
სხვათა შორის, მედიაში ლენარტის კომენტარიც გავრცელდა, რომელიც ვენსან კომპანის სათამაშო დროს ღიად და დაუფარავად სთხოვს:
"ამხანაგურ შეხვედრებში ყველაფერი მშვენივრად წარიმართა, ახლა კი ის მსურს, რომ უფრო დიდ თამაშებში მივიღო სათამაშო დრო. მაგალითისთვის, ასეთ თამაშებში სუპერ თასის ფინალს ან ბუნდესლიგას ვგულისხმობ", - თქვა კარლმა.