ნოერის ბოლო სეზონიც დადგა - რა შანსია ბაიერნში დონარუმას მოსვლის

ნოერის ბოლო სეზონიც დადგა - რა შანსია ბაიერნში დონარუმას მოსვლის

გამოცემები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ 2025/2026 წლების სეზონი მანუელ ნოიერისთვის ბაიერნში უკანასკნელი იქნება, რადგან შემდეგი სეზონიდან კლუბი მისი შემცვლელის მოყვანას აპირებს.

ბაიერნის ხელმძღვანელობა ხშირად ამბობს, რომ ურბიგი სამომავლოდ კარგი ვარიანტია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ 22 წლის ახალგაზრდა მეკარე ნოიერის წასვლის შემდეგ უკონკურენტოდ დარჩეს.

Gazetaexpress-მა დაწერა, რომ ნოიერის შეცვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ჯანლუიჯი დონარუმაა, რომელმაც პსჟ-დან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და ახალი კლუბის ძიებაშია.

ბოლო ინფორმაციით, დონარუმა მანჩესტერ სიტიში უნდა გადასულიყო, მაგრამ უკანასკნელ საათებში სიტუაცია შეიცვალა და გვარდიოლას გუნდში ტრანსფერი რეალური აღარ ჩანს.

ამ დროს შანსი სწორედ ბაიერნს ეძლევა, რომელსაც მეკარის პრობლემა უახლოეს მომავალში მოსაგვარებელი აუცილებლად ექნება.


13-08-2025, 21:51
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2