ახლახანს გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შტუტგარტმა ნიკ ვოლტემადეს თაობაზე ბაიერნის მესამე წინადადებაც დაბლოკა!
როგორც გაირკვა, რეკორდმაისტერმა შტუტგარტს ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ 60-მილიონიანი წინადადება გაუგზავნა, თუმცა კვლავ უარი მიიღო.
შტუტგარტიდან ამჯერად ნათლად და მკაფიოდ განმარტეს, რომ ფეხბურთელისთვის 75 მილიონ ევროს ელიან, რამაც ბაიერნის ხელმძღვანელობა გაწბილებული დატოვა.
უკანასკნელი ცნობებით, ბაიერნი არ აპირებს, რომ შტუტგარტს ასეთი არაადეკვატური მოთხოვნა შეუსრულოს და ამ ეტაპისთვის კლუბი ვოლტემადეს ტრანსფერს ჩაეხსნება.