ჰარი კეინმა მედიასთან ბაიერნის შემადგენლობაზე ისაუბრა და ღიად აღნიშნა, რომ კლუბს ტრანსფერები აქვს გასაკეთებელი:
"შესაძლოა, რომ ეს ყველაზე მოკლე და მჭიდრო შემადგენლობაა, სადაც კი ოდესმე მითამაშია."
"სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მაქს ებერლიმ რამე უნდა მოიმოქმედოს, თუმცა ფეხბურთელებს ამაში არავინ არ ჩაგვრთავს", - თქვა კეინმა.
ბოლო ინფორმაციით, ბაიერნის პრიორიტეტი კრისტოფერ ნკუნკუა და ბაიერნს მის დასამატებლად 40 მილიონის გადახდა მოუწევს.