დღეს დილიდან ბაიერნის ფეხბურთელები სატრანსფერო ფანჯრის შესახებ კომენტარების კეთებით აქტიურად გამოირჩევიან.
ამჯერად მედიასთან მანუელ ნოიერმა ისაუბრა და მანაც, ჰარი კეინის მსგავსად, ტრანსფერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც უნდა მოხდეს, ვიღაც უნდა დავიმატოთ, თუმა ჩვენ ჩვენს მწვრთნელებს და გუნდს ვენდობით. ისინი თავის სამუშაოს მაღალ დონეზე ასრულებენ", - თქვა ნოიერმა.