ბაიერნის სპორტული დირექციის წევრის, კრისტოფ ფროინდის თქმით, კლუბისთვის ვოლტემადეს ტრანსფერი გამორიცხული ჯერ კიდევ არ არის:
"სატრანსფერო ფანჯარა პირველ სექტემბერს იხურება, იქამდე კი ყველაფერია შესაძლებელი. ასეთ დროს ფეხბურთში 100%-ით ვერაფერს გამორიცხავ", - თქვა ფროინდმა.
ამის პარალელურად, შტუტგარტის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ნიკ ვოლტემადე არსად არ წავა და ახალი სეზონიდან კვლავ შტუტგარტში ითამაშებს.
მოკლედ, ამ ზაფხულს ვოლტემადეს მოყვანის შანსები 10%-მდეა დაცემული, თუმცა გამორიცხული ჯერ კიდევ არაფერი არაა, რადგან შტუტგარტი დაგეგმილ 70-75 მილიონ ევროს, სავარაუდოდ, ახლაც აიღებდა.