ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბოლო 48 საათში მიუნხენის ბაიერნმა ალეხანდრო გარნაჩოს თავისი ინტერესის შესახებ აცნობა.
როგორც ირკვევა, გერმანულმა კლუბმა იუნაიტედის არგენტინელი ვინგერისგან უარი მალევე მიიღო, რადგან ალეხანდროს მხოლოდ ჩელსიში გადასვლა სურს.
თითქოს, ბაიერნი ნკუნკუს იქით აღარც იხედებოდა, მაგრამ ტრანსფერის ვადის თემაზე შეუთანხმებლობამ კლუბს სხვა ვარიანტების განხილვისკენ უბიძგა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ალეხანდრო გარნაჩოს კანდიდატურა თავიდანვე დაიხურა, რადგან ფეხბურთელი თავად არაა დაინტერესებული ბაიერნში თამაშით.