უილიამსი, ვოლტემადე, როდრიგო და სხვები - ჩავარდა თუ არა ბაიერნის სატრანსფერო ფანჯარა?

უილიამსი, ვოლტემადე, როდრიგო და სხვები - ჩავარდა თუ არა ბაიერნის სატრანსფერო ფანჯარა?

მიმდინარე ზაფხულს მიუნხენის ბაიერნს არაერთი ცნობილი ფეხბურთელი დაუკავშირეს, თუმცა საბოლოოდ კლუბმა მცირე მათგანის დამატება მოახერხა.

გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომელთა დამატებაც ბაიერნმა დადასტურებულად სულ ახლახანს სცადა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია:

1. ნიკ ვოლტემადე
2. კრისტოფერ ნკუნკუ
3. ალეხანდრო გარნაჩო
4. ნიკო უილიამსი
5. ფლორიან ვირცი
6. ბრედლი ბარკოლა
7. როდრიგო
8. ჩავი სიმონსი

სიის უმეტესი ნაწილი ბაიერნისთვის უკვე დახურულია, ზოგი კი ამ დღემდე ცოცხლობს, თუმცა მათი სიცოცხლე მბჟუტავი უფროა, ვიდრე აქტიური და ხმაურიანი (სიაში არ შედის ნაკლები ფოკუსის მქონე მცდელობები, ანუ გუსტო, ფოფანა, ვეიგა და სხვა).

რის გამო ჩავარდა ტრანსფერები? პრობლემა ზოგან მაღალი გადასახადი იყო, ზოგან ტრანსფერის ხანგრძლივობის შინაარსი, ზოგან კი ბაიერნმა უარი უბრალოდ სპორტული პროექტის გათვალისწინებით მიიღო.

მიუხედავად ამისა, ბაიერნში ჯონათან ტას და ლუის დიასის დამატების გამო სატრანსფერო ფანჯარას წარუმატებლად არ მიიჩნევენ, თუმცა, ფაქტია, რომ გაძლიერება გუნდს ჯერ კიდევ სჭირდება.


20-08-2025, 17:46
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2