L'equipe წერს, რომ ლიონს ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად 40 მილიონის გამომუშავება სჭირდება, ამ ფასად კი კლუბს მალიკ ფოფანას გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი.
როგორც ირკვევა, ფოფანამ კლუბის მიზნების შესახებ უკვე იცის და თანახმაა, რომ ლიონი დატოვოს, თუმცა ბელგიელი ვინგერის სურვილი ისეთ გუნდში ტრანსფერია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
ამ მომენტისთვის ფოფანა თავიანთ მიძინებულ, თუმცა მაინც სიაში, არსენალს და ბაიერნს ჰყავთ შეყვანილი, უფრო აქტიური კი ახლა სწორედ ბაიერნი უნდა იყოს.
საქმე ისაა, რომ არსენალი ეზეს ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოსაა, ბაიერნი კი ნკუნკუს ვერაფერს უხერხებს, არადა დამატებით ფორვარდი კლუბს ნამდვილად სჭირდება.
გარდა ამისა, ისიც საქმეა, რომ ლიონი ფასს აღარ მოუმატებს. კლუბს კონკრეტულად 40 მილიონი სჭირდება და ტრანსფერი მაშინვე შედგება, რა წამსაც ბაიერნი აღნიშნულ თანხას გადაიხდის.