ფლორიან პლეტენბერგმა მაქს ებერლის კომენტარი გაავრცელა, რომელიც ბაიერნის სამომავლო სატრანსფერო პოლიტიკას ეხება:
"კლუბმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და გვირჩევნია, რომ ფული დავზოგოთ. ახლა ვცდილობთ, რომ ფეხბურთელები იჯარით წამოვიყვანოთ, თუმცა ეს ყველაფერი იოლი არ არის. ახლა ასეთი რეალობაა და ამას უნდა დავთანხმდეთ, ვიყოთ კრეატიულები და გამოსავალი მოვნახოთ."
როგორც ჩანს, ბაიერნი ამ ეტაპზე დიდი ფულის გადახდას არ აპირებს და მხოლოდ იჯარაზე იმუშავებს, რაც სამომავლო ტრანსფერების ალბათობას დიდი დოზით ამცირებს.