ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ნიკოლას ჯექსონს ლონდონის ჩელსის დატოვება სურს, ბაიერნი კი ჯერ კიდევ საქმეშია.
როგორც ჟურნალისტი წერს, ბაიერნმა აფრიკელი ფორვარდის თაობაზე ინფორმაცია ბოლო 48 საათში კიდევ ერთხელ გამოითხოვა, რადგან კლუბს ახალი შემტევის დამატება უბრალოდ არ გამოსდის.
ჯექსონზე პირველად რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, თუმცა გამოცემებმა ბაიერნის მცდელობა არასერიოზულად მიიღეს.
ჰოდა, როგორც ჩანს, ჯექსონის ყიდვის მცდელობა არც ისე არასერიოზულია და შესაძლოა, მომავალში უფრო დიდი განვითარება მოჰყვეს.