Givemesport-ის ჟურნალისტის, ბენ იაკობსის ინფორმაციით, ლონდონის ჩელსიმ დაინტერესებულ კლუბებს ნიკოლას ჯექსონის თაობაზე მოთხოვნები უკვე წარუდგინა.
როგორც დაიწერა, ჩელსი პერმანენტულ ტრანსფერსაც განიხილავს და საიჯარო ხელშეკრულებასაც, საიდანაც ბაიერნს მეორე მათგანი აწყობს.
თუ ჯექსონი სრულფასოვნად გაიყიდება, მაშინ ჩელსი 92 მილიონ ევროს მოითხოვს, იჯარის გაკეთება კი გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე იქნება შესაძლებელი.