დღეს ბუნდესლიგის მე-20 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსიამ" ბერლინის "უნიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა.
"ყვითლების" მხრიდან კიდევ ერთხელ შეძლო გოლის გატანა გუნდის ახალწვეულმა, ერლინ ჰაალანდმა, რომელმაც მე-18 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, 76-ეზე კი დუბლი გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ ამ გოლების წყალობით ახალგაზრდა ნორვეგიელმა ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, ჰაალანდს ბუნდესლიგაში თავის სადებიუტო სამ მატჩში უკვე 7 გოლი დაუგროვდა, ასეთი სტარტი კი სხვა არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია ისტორიაში.
ასევე საინტერესოა, რომ ჯამში ჰაალანდმა 7 გოლის გატანას 137 წუთი მოანდომა.