სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ახალი სეზონის პირველი შეხვედრა ბაიერნისთვის ბუნდესლიგაში, სადაც გუნდი ლაიფციგს მასპინძლობდა.
ცხადია, კომპანის გუნდი ფავორიტი იყო, მაგრამ 6:0-ს ბევრი არავინ ელოდა. ბაიერნმა მეტოქეს უბრალოდ მუსრი გაავლო და ახალი სეზონიც ხმაურიანად დაიწყო.
ბაიერნიდან გოლები ჰარი კეინმა (3), ლუის დიასმა და მაიკლ ოლისემ (2) გაიტანეს, ყველაზე მაღალი შეფასება კი კეინს ერგო, - 9.3.
ფოტო